მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთში მშპ-ი ათწლეულების მინიმუმზეა

5f4e2cfc87c4f
ნათია თაქთაქიშვილი
01.09.20 20:55
951
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ინდოეთის ეკონომიკა 23.9%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1996 წელს ოფიციალურად დაიწყო ეკონომიკური მონაცემების აღნუსხვა. ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი ავრცელებს.

ექსპერტების განცხადებით, თუ ინდოეთის ეკონომიკა მომდევნო კვარტალშიც კლებას განაგრძობს, მაშინ ქვეყანა რეცესიის საფრთხის წინაშე დადგება. ეკონომიკის ასეთი შემცირება კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

მას შემდეგ რაც ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანა რეცესიაში ბოლოს 1980 წელს იყო.

განოცემის მიხედვით, ინდოეთის ეკონომიკა კორონავირუსის დაწყებამდეც რთულ მდომარეობაში იყო. გასულ წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 45-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

რაც შეეხება ერთთვიან საგანგებო მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაში იყო გამოცხადებული, 121 მილიონმა ინდოელმა დაკარგა სამსახური.

ექსპერტების ვარაუდით, არანაირი პირობა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ინდოეთის ეკონომიკა აღდგენას სწრაფად დაიწყებს, ამას ემატება ის გარემოებაც რომ ინდოეთის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა ისევ ძალაშია და შედეგად სამოხმარებლო მოთხოვნაც შემცირებული. აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო მოთხოვნა მშპ-ის 60%-ს შეადგენს.