03.მაისი .2021 16:40

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პროცესს მალე დავასრულებთ - მინისტრი

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პროცესს მალე დავასრულებთ - მინისტრი
views 836
უკან

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პროცესს მალე დავასრულებთ,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს.

სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს, როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან.

„პანდემიამ გვიჩვენა, თუ როგორი ურთიერთდამოკიდებულები ვართ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ შევქმნათ ხელოვნური ბარიერები. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს, როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან და ჩვენს ყველა მეზობელთან. უკვე მოლაპარაკების აქტიურ რეჟიმში ვართ და მალე დავასრულებთ პროცესს ინდოეთთან. პანდემიის გამო, ახლა იქ ურთულესი ვითარებაა. ვსარგებლობ შესაძლებლობით და მსურს, თანადგომა გამოვუცხადო მათ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობის ხელშეწყობა - ეს არის სწორი გზა, რომელიც წარმმართველი ძალა უნდა გახდეს ეკონომიკის აღდგენისთვის პოსტპანდემირ ეპოქაში. ვფიქრობ, ეს მიმართულება დაგვეხმარება ეფექტურად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა