მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდურმა ავიაკომპანიამ თბილისი-დელის მიმართულებით ფრენების დასაწყებად ნებართვა მოიპოვა

64785b9d9ba1f
გიგა ბენია
01.06.23 12:57
3597

ინდური ავიაკომპანია IndiGo, 18 აგვისტოდან, საქართველოში ფრენებს იწყებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფრენების დასაწყებად აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 29 მაისს მიენიჭა.

GCAA-ს განცხადებით, კომპანია დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე კვირაში სამჯერ იფრენს.

"საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, დელი - თბილისი - დელის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 18 აგვისტოდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება", - აღნიშულია განცხადებაში.