15.აპრილი.2016 12:34
ბიზნესი

ინდური კინომწარმოებლები კინოინდუსტრიის წახალისების ქართულ კომპონენტს ეცნობიან

ინდური კინომწარმოებლები კინოინდუსტრიის წახალისების ქართულ კომპონენტს ეცნობიან
ინდოეთში ქართული კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ეცნობიან. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა 25 ინდურ კინომწარმოებელ კომპანიას გააცნო კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი, რომლის ფარგლებში დანერგილია ე. წ cash rebate მექანიზმი, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს.
 
აღნიშნული კომპანიები წარმოადგენენ მსხვილ ინდურ კომპანიებს, რომელთა ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარს აღემატება და წელიწადის განმავლობაში მინიმუმ 4-5 ფილმს იღებენ.

მინისტრის მოადგილე ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ინდოელ რეჟისორს ვარუნ ბაჯაჯსაც შეხვდა და დეტალურად განიხილა კინოგადაღების კუთხით საქართველოში არსებული პოტენციალი და კინომწარმოებლებისთვის ხელსაყრელი გარემო.

ქართული მხარის შეხვედრები ინდურ ბაზარზე მოქმედ კინომწარმოებლებსა და საპროდიუსერო კომპანიებთან, რომელშიც ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მრჩეველი, დავით პიპინაშვილიც იღებს მონაწილეობას, ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების მიზნით უმნიშვნელოვანესია. სტატისტიკურად ბოლივუდში წლის განმავლობაში 500 ფილმის გადაღება ხდება, ხოლო მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 3000 ფილმი იწარმოება.

19.აპრილი.2019 20:00
166

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
360

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1007

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
398

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1108

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
268

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად