მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ინექს გრუპი”: ჩინეთიდან 2020 წლის დასაწყისში ამანათის ჩამოტანა $7.50 ღირდა, დღეს კი $12.50 ღირს

62028f08f2cbd
ლიკა გურაბანიძე
08.02.22 23:20
1050
კომერციული ტვირთების გადამზიდავ კომპანია “ინექს გრუპში” bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ამანათების გამოწერის კუთხით ჩინეთს 2021 წლიდან თურქეთის ბაზარი უდიდეს კონკურენციას უწევს და ხშირ შემთხვევაში მას ანაცვლებს კიდეც.

როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი კაპანაძე აღნიშნავს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩინეთის მიმართულება ქართველ მომხმარებლებში საკმაოდ აქტიური იყო, თუმცა, 2021 წლიდან თურქეთი უფრო გააქტიურდა.

განმაპირობებელ მიზეზებს შორის ლირის გაუფასურება და ჩინეთისგან განსხვავებით, თურქეთიდან ტრანსპორტირების გაცილებით დაბალი ღირებულებაა.

“2020 წელთან შედარებით 2021 წელს ჩინეთიდან 50-60%-ით გაძვირებულმა ტარიფებმა კომპანიას ალტერნატიული ბაზრების ძიებისკენ უბიძგა. თუ 2020 წელს ჩინეთიდან ჩამოტანილი 1 კგ ამანათის ფასი 2020 წლის დასაწყისში $7.50 ღირდა, დღეს $12.50-ია.

თურქეთიდან 1 კგ ამანათის ჩამოტანა $4 ჯდება. თურქეთის ბაზარი უკვე არსებულ 8 ბაზარს შარშან, გაზაფხულზე დავამატეთ. თავდაპირველად მომხმარებლების მიდგომა სკეპტიკური იყო, თუმცა შემდგომ ამ ბაზარზე მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა.” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.