11.მაისი .2022 23:44

ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ბიზნესისთვის ახალი წესების ამოქმედება იგეგმება

ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ბიზნესისთვის ახალი წესების ამოქმედება იგეგმება
views 556
უკან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ინერტული ნარჩენების მართვაზე თემატური მოკვლევის რეკომენდაციები წარადგინა. მისივე თქმით, რეკომენდაციები გულისხმობს ნარჩენების ეკონომიკურ ბრუნვაში დაბრუნებას.

“მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2015 წელს პარლამენტმა მიიღო და დაამტკიცა ნარჩენების მართვის კოდექსი, ინერტული ნარჩენების მართვის საკითხი კვლავ დაურეგულირებელია. ეს პრობლემას იწვევს როგორც ხევების ამოვსების, ასევე სამშენებლო მოედნებზე ინერტულ ნარჩენების განთავსებასთან დაკავშირებით. მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც ვფიქრობ დასაწყისი იქნება იმ პროცესის, რაც საქართველოში ინერტული მასალების მართვას მოაწესრიგებს. ამ რეკომენდაციების მთავარი არსი არის ის, რომ ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები მომზადდეს. რეკომენდაციები გაწერილია 2022-2026 წლების პერიოდზე. ამასთან, რეკომენდაციების ერთი ძირითადი მიმართულებაა ინერტული ნარჩენები, როგორც რესურსი ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაერთოს და სეპარირების შემდგომ გამოყენებული იყოს ნარჩენების აღდგენისა და ხელახალი გამოყენებისთვის”, - განაცხადა ბითაძემ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომზადებულ თემატურ მოკვლევაში ბიზნესიც იყო ჩართული.

“ამ შემთხვევაში ბიზნესისთვის ნამდვილად ახალი ფანჯარა იხსნება ერთი მხრივ შესაძლებლობის, ხოლო მეორე მხრივ, რეგულირების კუთხით. დემონტაჟთან აუცილებლად გვექნება საქმე. სამშენებლო მოედნებზე დემონტაჟის დროს აუცილებელი იქნება ინერტული ნარჩენების სეპარირება”, - განაცხადა ბითაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა