მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია" - ამირან გამყრელიძე შვილის დაინფიცირებაზე

5e63581bdb6b8
თამთა ჯიჯავაძე
07.03.20 12:25
2020
არაფერი დასამალი არ არის. ჩემმა შვილმა თავად გაავრცელა ეს ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა რა თქმა უნდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა მის შვილთან "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" დირექტორ ნიკა გამყრელიძესთან დაკავშირებით, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მან გაასაჯაროვა თავისი სტატუსი. ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია. ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კლასტერიდან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. ისინი გახლავან მისი თანამშრომლები. ამაში დასამალი არაფერი არ არის. იყო ორშაბათის საღამოს სხდომაზე ჩემს შვილთან ეს ადამიანები და დიდი ალბათობით იქიდან მოხდა დაინფიცირება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ნიკა გამყრელიძე ბოლო ორი დღე თვითიზოლირებული იყო.

„ის ექიმია განათლებით და იყო თვითიზოლირებული. პირველი ტესტი იყო საეჭვო, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად რამდენიმეჯერ მისი კვლევა და დადასტურდა, გუშინ გვიან ღამე ის გადაყვანილ იქნა. მისი კონტაქტები ყველა ჩამოთვლილია, თვითონ დაწერა ეს კონტაქტები და გაუგზავნა დაავდებათა კონტროლის ცენტრს და ამის კვლევა მიმდინარეობს ინტენსიურად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორს" ნიკა გამყრელიძეს კორონავირუსი აღმოაჩნდა