მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციის მეორე ტალღამ ეკონომიკაში მეტი შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს - IMF-ის ხელმძღვანელი

5f1013c146523
ნათია თაქთაქიშვილი
16.07.20 14:00
974
IMF-ის ხელმძღვანელის კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, გლობალურ ეკონომიკაში ზრდა შეინიშნება კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული უპრეცენდენტო კლების შემდეგ. ამასთანავე, გეორგიევა საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ინფექციის მეორე ტალღამ ეკონომიკის მეტი შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა განაცხადა, რომ ის ფინანსური სტიმულები, რომლებიც გამოყოფილია გლობალური ეკონომიკის დასახმარებლად, არის მხოლოდ საფუძველი მისი ხელახლი გამოცოცხლებისთვის.

„ჩვენ ჯერ ისევ უღრან ტყეში ვართ“,- განაცხადა კრისტალინა გეორგიევამ და დაამატა, რომ საფრთხე ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ჩასაფრებული, დაწყებული ინფექციის მეორე ტალღით, დამთავრებული პოლიტიკური არასტაბილურობით.

„ქვეყნების ნაწილმა ბევრი სამუშაო ადგილი დაკარგა მარტსა და აპრილში. აღნიშნული სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი შეიძლება არც არასდროს აღდგეს. სამსახურის დაკარგვა და ინდუსტრიის რესტრუქტურიზაცია სერიოზულ გამოწვევებს წარმოადგენს ფინანსური სექტორისთვის და ინვესტორებისთვის“, -განაცხადა გეორგიევამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველის განცხადებით, მზარდი პროტექციონიზმი და განუწყვეტელი სავაჭრო დაძაბულობა ქვეყნებს შორის წარმოადგენს დამატებით დაბრკოლებას ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს IMF-მა განაცხადა, რომ მათი პროგნოზით გლობალური ეკონომიკა 4.9%-მდე შემცირდება და მისი სუსტი გაჯანსაღება 2021 წლიდან დაიწყება.