მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის 4 მოქალაქეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

5e5282fd9b120
BM.GE
23.02.20 17:47
933
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

მისი თქმით, პაციენტებს საავადმყოფოდან დღესვე გაწერენ.

"როგორც იცით, ჩვენთან ირანის 4 მოქალაქე იმყოფება. ისინი გუშინ მოიყვანეს. აქამდე დაკვირვების ქვეშ იყვნენ, ჩაუტარდათ რენტგენოლოგიური კვლევა. პნევმონია არცერთს არ დაუდგინდა. ველოდებოდით გამოკვლევის შედეგებს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში შესრულდა. ნახევარი საათის წინ მივიღეთ პასუხი, რომ არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდა. ამჟამად ოთხივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მატება არც ერთს არ აღენიშნება და ახლა მათ გასაწერად ამზადებენ", - განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ: ირანის 4 მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს.