მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის 4 მოქალაქეს, სავარაუდოდ, კორონავირუსი არ აქვთ

5e5236d59e1aa
თელარა გელანტია
23.02.20 12:23
1189
ამ დროისთვის, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ირანის 4 მოქალაქეს აკვირდებიან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პაციენტები კლინიკაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გვიან ღამით შეიყვანეს. მათ მაღალი სიცხე დაუფიქსირდათ. სამი მამაკაცი და ერთი ქალბატონი ბოქსირებულ განყოფილებაში ექიმების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, ირანის მოქალაქეებს, სავარაუდოდ, კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ.

„ჩატარებული კვლევებით, გამოირიცხა ფილტვის ანთება. გამოირიცხა ა და ბ ტიპის გრიპის ვირუსი. არ დასტურდება კორონავირუსის კლინიკური ნიმუშები, მაგრამ ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას. ისინი აიღებენ ნიმუშებს და დღის ბოლოს გვეცოდინება პასუხი.