მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

5e79b00c974d2
ინგა მურუსიძე
24.03.20 10:52
843
ინფექცური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მან განაცხადა, სამივე მათგანს პნევმონია აღენიშნება, თანმდევ დაავადებებთან ერთად.

„ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში უკვე სამი მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა სიმძიმის განმაპირობებელი არის ხანდაზმულობის ასაკი და თანმდევი დაავადებები. ერთ შემთხვევაში არის შაქრიანი დიაბეტი, მეორეგან მძიმე ნევროლოგიური სინდრომი და მესამე შემთხვევაში ჰიპერტონია. სამივეს აქვს პნევმონია. გუშინდელთან შედარებით დღეს განსაკუთრებული პროგრესირება არ შეიქმნება, მაგრამ ყოველდღიურად სიტუაცია სტაბილური კი არის, თუმცა საბოლოო სტაბილიზაცია არ გვაქვს. დამამშვიდებელი ფაქტორი ამ სიტუაციაში ის არის, რომ დამძიმება არ შეინიშნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 66-მდე გაიზარდა.