მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციური საავადმყოფო: ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება

5e89836f0b750
თელარა გელანტია
05.04.20 11:04
1132
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამჟამად მათთან კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს.

„ჩვენთან 36 პაციენტია. გუშინ დაგვემატა ერთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი უკვე ჰქონდა დადასტურებული. ასევე, მასთან ერთად შემოვიდა 7 კონტაქტი, რომელთაც კვლევა დღეს დილით ჩაუტარდებათ და დღის მეორე ნახევარში პასუხები გვეცოდინება. ისინი ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან. საერთო ჯამში 51 პაციენტი წევს, მაგრამ ვირუსი დადასტურებული აქვს 36-ს. დანარჩენები გამოსაკვლევია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურში მყოფი ახალი 36-ე პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.
ცნობისთვი: რამდენიმე წუთის წინ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 170-მდე გაიზარდა, მათ გამოჯანმრთელებულია 36, 1 პაციენტი კი, გუშინ გარდაიცვალა.