მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციური საავადმყოფო: კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

5e77b5a4711de
თელარა გელანტია
22.03.20 22:51
7130
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ მან „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ სტუმრობისას განაცხადა.

"სულ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს... და ახლა, დღეს საღამოს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატნენ ახალი გამოჯანმრთელებულები", - განაცხადა ენდელაძემ და დასძინა, რომ სულ 5 გამოჯანმრთელებული გვყავს.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, bm.ge ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტზე მიიღეს უარყოფითი პასუხი, მაგრამ მათ ხვალ კიდევ ჩაუტარებენ განმეორებით ტესტირებას.

შეგახსენებთ: ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ვირუსისგან 3 პაციენტი განიკურნა. 5 ახალი გამოჯანმრთელებულის შესახებ StopCoV.ge-ზე ჯერ ინფორმაცია არ განახლებულა. საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევაა გამოვლენილი. კარანტინის რეჟიმშია 3254 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 233.