16.მარტი .2020 10:42

ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსით 3 ჩეხი ტურისტის ინფიცირებას არ ადასტურებს

views 7564
უკან

"ინფორმაცია სწორი არ არის, ჩეხეთის მოქალაქეების დაავადებაზე დასტური მიღებული არ არის", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამეედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან.

„ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ჩვენს ცენტრში და ჩვენთან მსგავსი ინფორმაცია არ არის. ეს ინფორმაცია არ არის სწორი. ჩეხეთის მოქალაქეების დაავადებაზე დასტური მიღებული არ არის“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში, რესტორანმა „მთვრალი ალუბალი“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამ ჩეხ ტურისტს, რომელიც მათთან ყოველდღე დადიოდა, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა