მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციური საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია 20 მლნ ლარი დაჯდება - მინისტრის მოადგილე

61f7dfffea381
ანუკა ჯოხაძე
31.01.22 17:17
1198
თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან კერძო მფლობელობაშია. მისი მესაკუთრე "ავერსი ფარმაა", რომელმაც სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 12 წლის წინ შეიძინა, მაგრამ მფლობელი არსებულ შენობას ამ დრომდე ვერ იყენებს.

საიჯარო ხელშეკრულებას ვადა “ავერსი ფარმასთან” გასული წლის დეკემბერში გაუვიდა, თუმცა იმის გამო, რომ ახალი შენობის გარემონტება 1.5 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში არ გადასულა. შესაბამისად, სახელმწიფომ "ავერსი ფარმასთან" ხელშეკრულების გაგრძელებაზე დაიწყო მოლაპარაკებები.

“2020 წელს უკვე შეძენილია ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობა, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს. ამ ეტაპზე უკვე დაგეგმილია შენობის დეტალური პროექტირება, მშენებლობა რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულება, დააახლოებით, 20 მილიონი ლარია. ამ წუთებში დასრულებულია ბაზრის კვლევა და ბიუჯეტი გაეგზავნება მთავრობას დასამტკიცებლად, რომლის შემდეგაც მშენებელი კომპანია შეირჩევა. წლის ბოლომდე ინფექციურ საავადმყოფოს თანამშრომლებს უკვე შეეძლებათ ისარგებლონ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, გარემონტებული შენობით", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური.

ცნობისთვის: მთავრობამ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა შეძენა 2020 წელს 34 მლნ ლარად შეიძინა. ქონება დიდ დიღომი, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს.