მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციურში მოთავსებულ ირანელებს კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ - ამირან გამყრელიძე

5e5120d002ac1
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.20 16:40
1164
"ირანიდან ჩამოსულ 3 მოქალაქეს, რომელიც ინფექციურშია მოთავსებული, კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ" - ამის შესახებ tv "პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსული ინფექცია ირანელებს არ დაუდასტურდათ.

„ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად ირანელ მოქალაქეებთან კორონავირუსული ინფექცია არ დადასტურდა. იქ არის ორ რესპირაციულ ვირუსზე მსუბუქი დადებითობა რინო და ადენოვირუსთან მიმართებაში. ამიტომ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები და ხელმძღვანელობა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას იმ სამი ადამიანის მონიტორნიგის შემდგომი მართვის შესახებ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.