07.ოქტომბერი .2020 10:45

ინფიცირების - 508 და გამოჯანმრთელების 348 შემთხვევა - სტატისტიკა განახლდა

views 332
უკან

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 508-ით, 9,753-მდე გაიზარდა. ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. აღსანიშნავია, რომ გუშინ ინფიცირების 549 შემთხვევა გამოვლინდა. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულების სტატისტიკას, ვირუსი 348 პაციენტმა დაამარცხა, სულ გამოჯანმრთელდა 5235 პაციენტი.

7 ოქტომბრის განახლებული სტატისტიკა ასეთია:

გარდაცვლილი - 62
კარანტინის რეჟიმში - 5655
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1230
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.