მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა - განახლებული სტატისტიკა

607a856e72c77
თამთა ჯიჯავაძე
17.04.21 10:50
565
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 046 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 754 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 292 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 219 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 294 540-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.58 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.91%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.26%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 280 132-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 925 პირი ემსხვერპლა.