მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევა და 25 გარდაცვლილი - 12 მარტის COVID-სტატისტიკა

622c43f54c834
BM.GE
12.03.22 10:54
992
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 522 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 877 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 645 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში  ვირუსით ინფიცირების 1 243 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 634 686-ს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 064 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 584 440-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 530 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 201, ქვემო ქართლი - 34, შიდა ქართლი - 85, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 79, კახეთი - 108, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 690 საიდანაც, 1 503 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 651, აჭარაში - 112, იმერეთში - 297. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 417 პირი, მათ შორის, თბილისში - 188, აჭარაში - 56, იმერეთში - 84. 32 187 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 16.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 13.48%.