მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების 12 729 და გარდაცვალების 8 შემთხვევა - განახლებული Covid-სტატისტიკა

62f21fca3b551
ვიქტორია მღებრიშვილი
09.08.22 12:49
1509
საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 12 729 შეადგინა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 31 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში ვირუსით ინფიცირებული 8 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 12 729 პირი.

აღსანიშნია, რომ ბოლო შვიდ დღეში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გამოვლენის მიზნით ჯამში 67 482 ტესტი ჩატარდა. შედეგად ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 16.8%-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით კი ასე ნაწილდება: თბილისი - 5 726; იმერეთი - 1 955; აჭარა - 1 273; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 024; გურია - 664; შიდა ქართლი - 545; კახეთი - 530; ქვემო ქართლი - 473; მცხეთა - მთიანეთი - 193; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 174; სამცხე-ჯავახეთი - 172;.

შედეგად ქვეყანაში 7 აგვისტოს მონაცემებით Covid-ინფიცირების 14 225 აქტიური შემთხვევაა.

აღსანიშნია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე Covid-19-ით ინფიცირებული 1 679 621 პირი გამოჯანმრთელდა. ჯამში ვირუსით საქართველოში 16 877 ადამიანი გარდაიცვალა.