მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების 277 და გარდაცვალების 5 შემთხვევა თბილისში - Covid გეოგრაფიული სტატისტიკა

5f8947d4d7ca1
ინგა მურუსიძე
16.10.20 11:16
1235
კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში გამოვლინდა, ხოლო 277 - თბილისში. ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ამჟამად 7714 აქტიური შემთხვევაა და მათგან კრიტიკულად მძიმე არის 70-ზე მეტი პაციენტი.

„აჭარაში მოიმატა შემთხვევების რიცხვმა და 342 ახალი პაციენტი გვყავს, თბილისში მცირედით იკლო და 277 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იმერეთში გამოვლინდა - 198 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22, გურიაში - 11, შიდა ქართლში - 12, ქვემო ქართლში - 3, მცხეთა-მთიანთეში, - 10, კახეთში - 7, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში - 2“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე ინფორმაციით, თბილისში გარდაიცვალა 5 მოქალაქე, ბათუმში - 3, იმერეთში - 2 და გორში -1.