მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების 3 115 და გარდაცვალების 43 შემთხვევა - 3 მარტი

622063927dc5e
ინგა მურუსიძე
03.03.22 10:47
539
სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 115 და გამოჯანმრთელების 11 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

3 მარტის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 619 274 , ბოლო 24 საათში - 3 115
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1 529 623 , ბოლო 24 საათში - 11 767
მათ შორის გარდაცვლილი - 16 274 , ბოლო 24 საათში - 43
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 17 527, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 948, PCR ტესტით - 3 579
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 17,77%, ბოლო 14 დღის - 23,53%, ბოლო 7 დღის - 18,85%
სულ აცრილია - 2 823 426, დღიურად აცრილია - 909
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 025.