მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების 663 და გამოჯანმრთელების 2 383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 27 სექტემბერი

615162acf3d24
ინგა მურუსიძე
27.09.21 10:43
447
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 663 და გამოჯანმრთელების 2 383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. 

სრული სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 607 155 , ბოლო 24 საათში - 663
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 578 881 , ბოლო 24 საათში - 2 383
მათ შორის გარდაცვლილი - 8 844 , ბოლო 24 საათში - 27
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 13 277, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 7 302, PCR ტესტით - 5 975
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,99%, ბოლო 14 დღის - 6,48%, ბოლო 7 დღის - 6,01%
სულ ჩატარდა - 1 749 457 აცრა, დღიურად აცრილია - 6 617
კარანტინის რეჟიმში - 45
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 569
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 776.