მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა - განახლებული კოვიდ-სტატისტიკა

60729cb3720d5
თამთა ჯიჯავაძე
11.04.21 10:51
944
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 823 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 592 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85%


Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 823 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 878 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 945 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 707 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 288 396-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 277 303-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 877 პირი ემსხვერპლა.