მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების 865 და გარდაცვალების 26 შემთხვევა - covid-სტატისტიკა განახლდა

62284437a7660
ინგა მურუსიძე
09.03.22 10:46
723
სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 865 და გამოჯანმრთელების 2 820 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

9 მარტის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 629 930 , ბოლო 24 საათში - 865
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1 570 884 , ბოლო 24 საათში - 2 820
მათ შორის გარდაცვლილი - 16 456 , ბოლო 24 საათში - 26
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 7 733, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5 281, PCR ტესტით - 2 452
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 11,19%, ბოლო 14 დღის - 18,43%, ბოლო 7 დღის - 15,55%
სულ აცრილია - 2 827 920, დღიურად აცრილია - 190
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 045.