22.ივნისი .2020 00:05

ინფიცირების ასობით და ათასობით შემთხვევა დღეში – რა ვითარებაა საქართველოს სამეზობლოში?

views 4753
უკან

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კვლავ რთული ეპიდვითარებაა. კორონავირუსით დაინფიცირების ასობით და ათასობით ახალი შემთხვევა ფიქსირდება თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში.

მათგან ლიდერობს რუსეთი, სადაც მხოლოდ ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 728 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, 584 680 ადამიანია დაინფიცირებული. დაიღუპა 8 111 პაციენტი.

თურქეთში კი, ბოლო 24 საათში 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ამ ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 187 700-ს აღწევს. დაღუპულია 4 950 ადამიანი.

რაც შეეხება სომხეთს, ამ ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაინფიცირების 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 18 ადამიანი. საერთო ჯამში, სომხეთში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 20 268 შეადგინა.

აზერბაიჯანში კი, სულ 12 729 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ბოლო 24 საათში 491 შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსმა, ჯამში, 154 პაციენტი იმსხვერპლა.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში 906 კოვიდ-ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.