Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 64 412 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 799 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 066 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 127 234.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 17.88% ხოლო 7 დღის მანძილზე - 22.10%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 397 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 986 928.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 870 პირი ემსხვერპლა.
"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა, აჭარა - 1 523, იმერეთი - 2 219, ქვემო ქართლი - 780, შიდა ქართლი - 775, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 865, კახეთი -683, მცხეთა-მთიანეთი - 289, სამცხე-ჯავახეთი - 388, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 125 410 საიდანაც: 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 048, აჭარაში - 686, იმერეთში - 1 039. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 127, იმერეთში - 275. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 49, იმერეთში - 27. 2 143 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 - თბილისში, 661 - აჭარაში. 118 373 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ