მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების დღიური დონე საშუალებას არ გვაძლევს, სკოლების გახსნაზე ვისაუბროთ - ტიკარაძე

5ffeaf9baea33
ინგა მურუსიძე
13.01.21 12:33
751

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლების გახსნაზე ჯერ საუბარი არ არის.

როგორც მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, განათლების სამინისტროსთან ერთად ამ თემაზე მუდმივად მიდის მუშაობა, თუმცა საკითხს მთავრობა „ფრთხილად ეკიდება“.

„გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი გავრცელების მაჩვენებელი არ გვაძლევს საშუალებას, დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. როგორც კი საშუალება იქნება, განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა პირობას, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მივიდნენ სკოლებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.