მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს - გამყრელიძე

5fd9cecfa6931
ინგა მურუსიძე
16.12.20 13:22
713
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ინფიცირების მაჩვენებელმა მცირედით იკლო, თუმცა დამშვიდების საფუძველი მაინც არ არის". 

„ბოლო დღეებია 3 000-დან 4000-ის ფარგლებში მერყეობს ინფიცირების მაჩვენებელი. დღეს დილისთვის ქვეყანაში ჩატარებულია 17 943 ტესტი. 8 დეკემბრიდან დადებითობის კოეფიციენტის დინამიური კლებაც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების ფონზე გვაქვს ახალ შემთხვევათა რიცხვის სტაბილიზაცია და ოდნავი კლების დინამიკა, ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

ახალ შემთხვევათა რიცხვი მაინც სერიოზულია და ინციდენტობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. დღესდღეობით, სიმშვიდის და შეზღუდვების სერიოზულად შემსუბუქებაზე ფიქრის საფუძველი არ გვაქვს. ტესტირების გაფართოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ახლა დღიურად ვაკეთებთ 18 000-19 000 ტესტს და გვსურს, მუდმივად იყოს 20 ათასის ფარგლებში ან კიდევ უფრო მეტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ს ხელმძღვანელი მიმართავს მოქალაქეებს, რომ აუცილებლად აიღონ ანტიგენის უფასო ტესტები, რათა ვირუსი ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს.