მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების მაჩვენებლით დედაქალაქი ლიდერობს - stopcov.ge

60fa696e71381
ინგა მურუსიძე
23.07.21 11:07
679
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 945 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 419 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 526 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.38 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.03 %.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 363 შემთხვევა, აჭარა - 240, იმერეთი - 196, ქვემო ქართლი - 139, შიდა ქართლი - 118, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 181, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 834 საიდანაც 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 711, აჭარაში - 374, იმერეთში - 593.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 934 პირი, მათ შორის, თბილისში - 450, აჭარაში - 61, იმერეთში -205. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 205 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 4, იმერეთში - 11.

1 487 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 831 - თბილისში, 464- აჭარაში. 15 567 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 972 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 215 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 432, პირი, აჭარაში - 2 355, იმერეთში - 1 564", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.