მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების მაჩვენებლით კვლავ თბილისი ლიდერობს - stopcov.ge

60c9a26bafee5
ინგა მურუსიძე
16.06.21 11:09
536
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 668 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 809 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 859 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.36%.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 53, შიდა ქართლი - 39, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 282 საიდანაც: 2 935 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 636, აჭარაში - 253, იმერეთში - 367. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 672 პირი, მათ შორის, თბილისში - 301, აჭარაში - 70, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში - 121, აჭარაში - 9, იმერეთში - 17. 599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 338 - თბილისში, 228- აჭარაში. 5 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 858 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 537 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 461, პირი, აჭარაში - 1 448, იმერეთში - 1 021", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.