მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების მაჩვენებლით თბილისი მოწინავე პოზიციაზეა - 26 აგვისტოს Covid- რუკა

61273c09ef132
BM.GE
26.08.21 10:56
757
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 43 653 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის 26 534 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 119 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში  ვირუსით ინფიცირების 4 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა უკვე შეადგენს 532 171-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.46%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.51%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 611 პირი, ხოლო გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 540 შემთხვევა, აჭარა - 494, იმერეთი - 462, ქვემო ქართლი - 312, შიდა ქართლი - 274, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334, კახეთი - 361, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი -99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 200 საიდანაც: 7 357 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 134, აჭარაში - 1 024, იმერეთში - 1 074.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 563 პირი, მათ შორის, თბილისში - 650, აჭარაში - 163, იმერეთში - 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 34, იმერეთში - 27.

3 348 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 470 - თბილისში, 1 270 - აჭარაში.

45 495 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 129 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 127, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან 25 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 102 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 879 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 441, პირი, აჭარაში - 7 790 იმერეთში - 4 762.