მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინფიცირების მატება ამ ტემპით თუ გაგრძელდა, გვაქვს კოვიდ-კლინიკების გაფართოების გეგმა“

60797271dc3c4
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.21 16:33
470
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვის პრობლემა არ დგას. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყანაში 4 500-მდე საწოლია, საიდანაც 2 000-მდე თავისუფალია.

„შემთხვევების ამგვარი მატება თუ იქნება, ჩვენ გვაქვს კოვიდ-კლინიკების გაფართოების გეგმა. დღევანდელი მდგომარეობით 4 500-მდე საწოლია მობილიზუებული, აქედან 2 500-ზე მეტი დაკავებულია და 2 000-მდე თავისუფალია, მაგრამ ასეთი ტენდენციით თუ გაგრძელდა მატება უფრო მეტი იქნება საჭირო და ამაზე მუშაობა მიდის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.