მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინფიცირების მატების შემთხვევაში, შეიძლება, 2020 წლის შემოდგომაზე დაწესებული შეზღუდვები გავიმეოროთ“

606d9cbd9b7a9
ვიქტორია მღებრიშვილი
07.04.21 16:11
537
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების შემთხვევაში, შეიძლება ის შეზღუდვები განმეორდეს, რაც 2020 წლის შემოდგომის მიწურულს და ზამთრის დასაწყისში დაწესდა. 

როგორც მან ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, სააღდგომო რეკომენდაციები დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტენდენცია ექნება ინიფიცირების ყოველდღიურ შემთხვევებს.

"ეს რაოდენობა თუ დღევანდელი მაჩვენებლების ფარგლებში დარჩა, არ გადასცდება 1 000-სს და 500-600-ის ფარგლებში იმერყევებს, ეს დასაშვებია; ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ ეს პროცესი და კლინიკური სექტორის მზაობაც არ იქნება შეუსაბამო, მაგრამ თუ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს და თუ იმ გზით წავედით, რა გზითაც - ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში და ქვეყანში მივიღეთ 3 000, 4 000, 5 000 შემთხვევა ყოველდღიურად, მაშინ არამხოლოდ აღდგომასთან დაკავშირებით იქნება მიღებული რეკომენდაციები, არამედ ეს იქნება გაცილებით მკაცრი წესები და შეიძლება გავიმეოროთ ის, რაც იყო 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის დასაწყისში“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.