მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების შემთხვევები 4 260-ით, გამოჯანმრთელების კი 2 947 გაიზარდა - Covid-სტატისტიკა

5fc88d7a4f46e
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.20 11:00
575
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 4 260-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 947 გაიზარდა.

Stopcov.ge-ს 3 დეკემბრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 147 636 შეადგინა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 124 568-ია.

რაც შეეხება ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში ვირუსმა 45 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 1387 შეადგინა.

სპეციალურ გვერდზე Stopcov.ge-ზე 3 დეკემბრის განახლებული სტატისტიკა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 147 636 , ბოლო 24 საათში - 4 260 
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 124 568 , ბოლო 24 საათში - 2 947;
მათ შორის გარდაცვლილი - 45 , ბოლო 24 საათში - 1 387;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 561;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -  3867;
კარანტინის რეჟიმში კი 1974 ადამინია.