საპატრიარქოს პრეს-სპიკერის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დაცვის ორ თანამშრომელს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან ჰქონდათ კონტაქტი, ვირუსი არ დაუდასტურდათ.
„ზოგადად საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია.
დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდათ კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი.
დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.