"ინფიცირებულ ქალბატონს დამსვენებლებთან შეხება არ ჰქონია; მიუხედავად ამისა, სასტუმროში მყოფ ყველა პირს ტესტირება ჩაუტარდება" - ამის შესახებ BM.GE-ის „დრიმლენდ ოაზისის“ მენეჯერმა გვანცა ხაინდრავამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ინფიცირებული ქალბატონი სასტუმროში ერთი დღის შესული იყო და იმავე საღამოს მისი იზოლირება მოხდა. გვანცა ხანდრავა ირწმუნება, რომ ინფიცირების შესაძლო შემთხვევის გამოვლენის შემდეგ სასტუმრო არც ერთ ადამიანას არ დაუტოვებია.
„სასტუმროში ამ დროისთვის 718 დამსვენებელი იმყოფებოდა, რასაც ემატება სასტუმროს მომსახურე პერსონალი და ის მედპერსონალი, რომელიც ჩვენ გამოვიძახეთ. სასტუმროს ტერიტორია გუშინდელი დღის შემდეგ არავის დაუტოვებია.
სასტუმროში უკვე გამოყოფილია სივრცე და სტუმრების ტესტირება დავიწყეთ. ქალბატონთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირები ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. დანარჩენენ პირებს სასტუმროში ჩაუტარდებათ PCR ტესტირება, რათა თავი დავიზღვიოთ. ჯერჯერობით, ტესტირება ჩატარდება ერთხელ, თუმცა შემდგომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი პროტოკოლების მიხედვით ვიმოქმედებთ”, - უთხრა BM.GE-ის სასტუმროს მენეჯერმა.
მისივე თქმით, სასტუმრო-კომპლექსი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასტუმროებისთვის გაწერილ რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებდა. "კამერების გადამოწმების შედეგად ვნახეთ, რომ ამ ქალბატონს უშუალო კომუნიკაცია სხვა დამსვენებლებთან არ ჰქონია“, - განაცხადა გვანცა ხაინდრავამ.
რაც შეეხება იმას, როგორ განაგრძობს სასტუმრო ფუნქციონირებას და სად წავლენ ის პირები, რომელთაც ერთჯერადი ტესტირებით ახალი კორონავირუსი არ გამოუვლინდებათ ან ხომ არ გადაკეთდება კომპლექსი საკარანტინე სივრცედ, სასტუმროს მენეჯერი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მთავრობის მითითებებს ელოდებიან.
ცნობისთვის: ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისი" ჩაიკეტება. მისივე ინფორმაციით, სასტუმროში 400-მდე ექიმი მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ