მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირებულთა რა რაოდენობაზე შეიძლება შეიქმნას კოლაფსი - მინისტრის პასუხი

5fb261f2c2172
ვიქტორია მღებრიშვილი
16.11.20 15:37
1168
"ეს ძალიან რთული სათქმელია, ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ჟურნალისტის კითხვას, დღიურად ინფიცირების რა რაოდენობაზე შეიძლება შეიქმნას კოლაფსი.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს მხოლოდ რაოდენობაზე არაა დამოკიდებული.

"ჩვენთვის მხოლოდ რაოდენობრივ ჭრილს არ აქვს მნიშვნელობა; მნიშვნელოვანია პაციენტების სიმძიმე და ხარისხობრივ ჭრილსაც აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კოვიდის მართვის მიმართულებით 5 868 საწოლია მობილიზებული და ამ დროისთვის თავისუფალი საწოლების რაოდენობა 227-ია, ხოლო საღამოსთვის ეს რიცხვი, დაახლოებით, 800-ით გაიზრდება.