მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება უპასუხისმგებლო აქციების შედეგია - პრემიერი

60fe60e4a6cb5
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.21 11:18
1805
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გასულ კვირაში კოვიდ-19-ით ინფიცირების რაოდენობის მატების მიზეზი 5 ივლისის მოვლენების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციებია.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეებში ინფიცირების მიმდინარე დინამიკას - ინფიცირების გაორმაგება მოხდა ბოლო ორ კვირაში. სავსებით სამართლიანად მინდა აღვნიშნო, რომ ეს უპასუხისმგებლო, რამდენიმედღიანი აქციების შედეგია და პრაქტიკულად, ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება ამ აქციების შემდეგ მოხდა.

მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ გამოვიჩინოთ ყურადღება და სიფრთხილე, ასევე პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას - იქნება ეს ხალხმრავალი შეკრებები თუ სხვა სახის შეკრება“, - განაცხადა პრემიერმა.