03.მაისი .2021 11:08

ინფიცირებულთა რიცხვი 509 ადამიანით გაიზარდა - Covid-19-ის განახლებული სტატისტიკა

ინფიცირებულთა რიცხვი 509 ადამიანით გაიზარდა -  Covid-19-ის განახლებული სტატისტიკა
views 265
უკან

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 509-ით, 312 954-მდე გაიზარდა. ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე - STOPCOV.GE-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 312954 , ბოლო 24 საათში - 509
• მათ შორის გამოჯანმრთელებული - 294252 , ბოლო 24 საათში - 1200
• მათ შორის გარდაცვლილი - 4163 , ბოლო 24 საათში - 12
• ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 7476, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 3111, PCR ტესტით - 4365
• დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,81%, ბოლო 14 დღის - 5%, ბოლო 7 დღის - 5,6%
• კარანტინის რეჟიმში - 89
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4114
• კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 790