მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებზე ათჯერ მეტი იყოს - აშშ-ს ჯანდაცვის სექტორი

5ef5b453c842c
ნათია თაქთაქიშვილი
26.06.20 12:38
1031
აშშ-ს ჯანდაცვის სექტორის წამომადგენლები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებზე ათჯერ მეტი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცლელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო მონაცემებით აშშ-ში 2.5 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. რიცხვების უზუსტობა შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც COVID-19-ის გამოსავლენი ტესტების უზუსტობით, ასევე იმ აღურიცხავი პირებით, რომლებიც დაავადნენ, მაგრამ თავად ვირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, აშშ ამჟამად უფრო რთულ მდგომარეობაშია, ვიდრე ქვეყანა მარტის ან აპრილის თვეში იყო.

„ამჟამად ჩვენი საუკეთესო შეფასება იქნება, თუ ერთი ინფიცირებული პირის გარდა დამატებით კიდევ 10 ინფიცირებულს მოვიაზრებთ“, -განაცხადა რობერტ რედფილდმა.

26 ივნისის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 2,504,656 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 126,785 გარდაიცვალა, ხოლო 1,052,389 გამოჯანმრთელდა.