მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2023 წლის II კვარტალში მივაღწევთ - არჩილ მესტვირიშვილი

629dbfd450211
მარიამ ვარადაშვილი
06.06.22 12:55
687

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს 2023 წლის მეორე კვარტალში მიაღწევს. ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა. 

“ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ბაზრისთვის ინდიკატორია, თუ როგორ ვმოქმედებთ. კერძოდ, როდის ვამკაცრებთ ან/და ვარბილებთ მონეტარულ პოლიტიკას. ჩვენი მიზანია ამ 3%-იან განაკვეთს საშუალოვადიან პერიოდში მივაღწიოთ, მაგრამ ასევე ეს ჩვენი გრძელვადიანი ინდიკატორიც არის.

სხვა თანაბარ პირობებში ჩვენი პროგნოზი აჩვენებს, რომ ინფლაციის მიზნობირივ მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე კვარტალში მივაღწევთ”,-განაცხადა მესტვირიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, სადაც ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.



შეგახსენებთ, მაისში წლიური ინფლაციის დონე ქვეყანაში 13,3%-ს შეადგენს.