მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებით მიიღწევა - გვენეტაძე

61bb0cff0da72
ინგა მურუსიძე
16.12.21 13:58
359
"ინფლაციის ტარგეტირების პირობებში, მიზნობრივი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის - რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებით მიიღწევა“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის დეპუტატებს 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს აცნობს.

გვენეტაძის თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების შესახებ მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, საფინანსო ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირების, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება.

„იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, პოლიტიკა გამკაცრდება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება. საყურადღებოა, რომ საქართველო 2020 წლის პანდემიას შედარებით მაღალი ინფლაციით შეხვდა, რაც ტურიზმის სექტორისთვის 2019 წლის რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლის შეზღუდვის შოკის შედეგს წარმოადგენდა, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული პოლიტიკის შედეგად, 2020 წლის დასაწყისში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, პანდემიის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების შედეგად მიწოდების ჯაჭვების დროებითმა მოშლამ, პანდემიის თანმდევი გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვამ და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ინფლაციაზე წნეხი კვლავ გაზარდა. პანდემიის შედეგად, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერდა, რის გამოც ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, განსაკუთრებით დაზარალდნენ“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.