22.სექტემბერი .2022 13:31

ინფლაციის შემცირების მოლოდინი გვაქვს - არჩილ გაჩეჩილაძე

ინფლაციის შემცირების მოლოდინი გვაქვს - არჩილ გაჩეჩილაძე
views 405
უკან

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძეს წლის ბოლომდე ინფლაციის შემცირების მოლოდინი აქვს, ამის შესახებ მან საქართველოს ბანკის მხარდაჭერით UK-Georgia Fintech Forum-ზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ბოლო ორი თვეა ინფლაციის შემცირების ტენდენციას ვხედავთ, იმედი მაქვს ეს ტენდენცია შენარჩუნდება. რამდენიმე ასპექტი, რომელიც ინფლაციაზე მოქმედებს კარგი მიმართულებით მოძრაობს - სესხების მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლა ნამდვილად არ არის, რადგან სესხებზე დიდი მოთხოვნა არაა; რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვას, ეს თუ დაბალანსდება წესით ინფლაცია არ უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელმა კომერციული ბანკის მთავარ გამოწვევებად სტაბილურობა და ინფლაციური პროცესები დაასახელა და აღნიშნა, რომ ბანკი ამ საკითხებს კარგად უმკლავდება.

„ძირითადი გამოწვევა სტაბილურობა - თუ რა მოხდება მომავალში, ასევე ინფლაციური ფონიც არ არის მარტივი ჩვენთვის, მაგრამ მთლიანობაში საკმაოდ კარგად ვუძღვებით ამ თემებს. დიგიტალიზაციის კუთხითაც ეს საკითხები კარგად გადავლახეთ. Global Finance-მა გუშინ მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ საცალო ბანკად გამოგვაცხადა“, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს ბანკის დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა