09.ივლისი .2021 13:17

ინფლაციის თარგეთიდან რა ზომის გადახრა მიგაჩნიათ მისაღებად? - კოვზანაძე გაგუას

ინფლაციის თარგეთიდან რა ზომის გადახრა მიგაჩნიათ მისაღებად? - კოვზანაძე გაგუას
views 423
უკან

ინფლაციის თარგეთიდან რამდენით გადახრა მიგაჩნიათ მისაღებად? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატ ნიკოლოზ გაგუას.

„ინფლაციის თარგეთი, ანუ მიზნობრივი ინფლაცია, ჩვენთან ბოლო წლებია არის 3%. ეს არ ნიშნავს, რომ წლიური ინფლაცია ზუსტად 3% უნდა იყოს, ეს არის ორიენტირი, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია უნდა იყოს 3%-თან ახლოს. თარგეთიდან რა ზომის, რა ოდენობის გადახრა მიგაჩნიათ თქვენ მისაღებად? ანუ "თარგეთის ფარგლებში“ თქვენეული გაგება როგორია? მაგ.: 3%-ის ნაცვლად 6%, ან 7%, ან 9% ითვლება თუ არა, რომ არის "თარგეთის ფარგლებში"?“, - მიმართა კოვზანაძემ გაგუას.

სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატის თქმით, მისი მოსაზრებაა, რომ ეს მაჩვენებელი შესაძლოა იყოს +1,5% ან -1%. "ეს ჩემი აზრია და შეიძლება ვიკამათოთ", - ამბობს გაგუა.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენს, ესენი არიან: ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკო გაგუა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკა მიქაბაძე და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" ყოფილი ხელმძღვანელი ეკა გალდავა. სებ-ის საბჭოში უკვე ორ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია. კანონის თანახმად, საბჭო 9 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუმცა ამჟამად მასში მხოლოდ 5 წევრია. თუ პარლამენტმა სამივე კანდიდატურა დაამტკიცა, სებ-ის საბჭოში 1 ვაკანტური პოსტი დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა