მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - სებ-ი თებერვლის ანგარიშს აქვეყნებს

6410239b64c14
თამთა ჯიჯავაძე
14.03.23 11:44
599
საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების შესახებ თებერვლის ანგარიშს აქვეყნებს. მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის ერთი თვის შედეგები.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, იანვართან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობს. ამავდროულად, თებერვლის თვეში მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც 1 წლის შემდგომ ფასების ზრდა 0%-2%-თან ახლოს დააფიქსირეს.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია. კერძოდ, იანვართან შედარებით, გაზრდილია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 2%-4%-იან ინტერვალსა და 8%-ზე მეტად გაზრდას ელოდებიან. ამის საპირისპიროდ, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე საშუალოდ ფასების ზრდას 6%-8% ფარგლებში ფიქრობენ.

გარდა ამისა, გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილების მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, იანვართან შედარებით დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების მატებას 6%-8%-იან ინტერვალსა და 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-სა და 0%-2%-თან ახლოს ინტერვალში ფიქრობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვართან შედარებით მოლოდინები ხელფასების ცვლილებაზე შემცირებულია. გამოკითხულთა უმრავლესობა ხელფასების მატებას 0%-10%-ების ფარგლებში ფიქრობენ,
მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-იან ინტერვალში ვარაუდობენ. ამავდროულად თებერვალში, იანვართან შედარებით, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების კლებას (10%-ზე მეტად) პროგნოზირებენ.

გამოკითხულთა აზრით, თებერვალში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) იანვართან შედარებით გაზრდილია.