მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

covid-ზე თერმოსკრინინგი უნდა იყოს - ამირან გამყრელიძე

61e679885b0a8
მარიამ ვარადაშვილი
18.01.22 12:26
835
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე არ ეთანხმება ეპიდემიოლოგ მაია ბუწაშვილი მოსაზრებას, რომ "ომიკრონის" შტამის პირობებში თერმოსკრინინგი აზრს კარგავს.

“მესმის, რომ "ომიკრონით" ინფიცირებულ ადამიანს შესაძლოა, ტემპერატურა არ ჰქონდეს, მაგრამ ეს თერმოსკრინინგი გახდა ჩვენი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების წესრიგის გამოხატულების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. ადამიანი როცა შედის დაწესებულებაში და იცის, რომ ტემპერატურა უნდა გაუზომონ ის აუცილებლად გაიკეთებს პირბადეს, რადგან იცის, რომ სავალდებულოა;

თუ მას ჰქონდა გარკვეული ნიშნები, არ წავა იმ დაწესებულებაში, იქნება ეს პროდუქტების თუ სხვა ტიპის მაღაზია ანუ წესრიგის ერთ-ერთი ინდიკატორია, ამიტომ ჯერჯერობით, ამას ნუ შევაჩერებთ, უნდა იყოს”, - აცხადებს გამყრელიძე.

ვრცლად ამ თემაზე