მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია - ეკატერინე ტიკარაძე

60893013eff79
ინგა მურუსიძე
28.04.21 13:53
679
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია. საკითხზე მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა.

მინისტრმა კორონავირუსის მესამე ტალღაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მესამე ტალღა რთული და საყურადღებოა, რადგან საქმე გვაქვს განსხვავებულ შტამთან.

„მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, შემიძლია, დანამდვილებით განვაცხადო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია და მიღებული გამოცდილებით აუცილებლად შევძლებთ სათანადო პასუხი გავცეთ პანდემიიდან გამოწვეულ ყველა სირთულეს.

აპრილიდან ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევების მკვეთრი მატება, ხოლო დღეს ვიმყოფებით მესამე ტალღის გამკლავების პროცესში, რაც საკმაოდ რთულია. პანდემიის მესამე ტალღა ბევრად საფრთხილო და საყურადღებოა, რადგან საქმე გვაქვს ვირუსის განსახვავებულ შტამთან და განსხვავებულ გამოწვევებთან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ის მოქალაქებს ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.