მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფლუენსერების" ტოპ-ათეული Facebook-ზე

5e0f8d268b069
BM.GE
04.01.20 00:30
1759
"ინფლუენსერ ჰაბმა" FaceBook-ზე ე.წ ინფლუენსერების ტოპ-ათეული გამოავლინა, რომლებსაც ყველაზე მეტი მოწონება და მიმდევარი ჰყავთ. რეიტინგში არ შეუყვანიათ კორპორაციების გვერდები, მაგალითად, Samsung-ის, რომელსაც ყველაზე მსხვილი „ფეისბუქ-გვერდი“ აქვს. ამასთან, რეიტინგში არ შეიტანეს უკვე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების გვერდები, მაგალითად, მაიკლ ჯექსონის ან ბობ მარლის.

შესაბამისად, წლის "ინფლუენსერების" ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. კრიშტიანუ რონალდუ – 120 მლნ მიმდევარი, 122 მლნ მოწონება 
2. შაკირა – 85 მლნ მიმდევარი, 105 მლნ მოწონება
3. ვინ დიზელი – 94 მლნ მიმდევარი, 97 მლნ მოწონება
4. ლიონელ მესი – 89 მლნ მიმდევარი, 89 მლნ მოწონება  
5. ემინემი – 83 მლნ მიმდევარი, 86 მლნ მოწონება
6. რიანა – 74 მლნ მიმდევარი, 79 მლნ მოწონება
7. უილ სმითი – 77 მლნ მიმდევარი, 77 მლნ მოწონება
8. ჯასტინ ბიბერი – 75 მლნ მიმდევარი, 76 მლნ მოწონება
9. ტეილორ სვიფტი – 68 მლნ მიმდევარი, 71 მლნ მოწონება
10. კეტი პერი – 63 მლნ მიმდევარი, 66 მლნ მოწონება.