მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფორმაცია covid-საეჭვო ან covid-დადასტურებული დაზღვეულებისთვის - „ჯიპიაი“

61f0ff9d81a3d
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.22 12:05
770
„ჯიპიაიმ“ კოვიდ-19-ის ბინაზე მართვის პორტალი - covid.gpih.ge აამოქმედა, სადაც შესაბამის მომსახურებას სადაზღვევო კომპანიის როგორც Covid-საეჭვო, ასევე Covid-დადებითი დაზღვეულები მიიღებენ.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საგრძნობლად გაზრდილია მომართვიანობა "ჯიპიაის" მომსახურების არხებში. ჩვენი გუნდი ინტენსიურად მუშაობს, რომ რეაგირება დროულად და ოპერატიულად მოვახდინოთ.

თუ დაგიდასტურდა Covid – 19, 112-ში კოვიდ-ინფიცირებულთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენი პირადი ექიმი თავად დაგიკავშირდება.

იმ შემთხვევაში, თუ მაღალი მომართვიანობის გამო ვერ ხერხდება ჩვენთან დაკავშირება, დარეგისტრირდი „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კოვიდ-პორტალზე და ექიმი დაგიკავშირდება.

თუ რეგიონში ცხოვრობ და დაგიდასტურდა Covid-19, შეგიძლია, თავად დაუკავშირდე პირად ექიმს, რომელსაც სასურველი რეგიონის მიხედვით შეარჩევ აქ“, - განმარტავენ კომპანიაში და დაზღვეულებს მიმართავენ, რომ გაითვალისწინონ, რომ კომპანია covid-დადებითი პაციენტების რეგისტრაციას ვერ უზრუნველყოფს.

რეგისტრაცია 112-ში ხდება და Covid-ექიმი მხოლოდ რეგისტრირებულ პაციენტებთან შეძლებს დაკავშირებას.